© geoastrolog (რამაზ გიგაური)
შუააზიელი სწავლულ-ენციკლოპედისტი, მოაზროვნე, მათემატიკოსი, ასტრონომი და ასტროლოგი აბუ რეაიჰან მუჰამედ იბნ აჰმადი, ანუ როგორც მას უწოდებენ ალ-ბირუნი დაიბადა 973 წლის 4 სექტემბერს ქალაქ კიატაში, რომელიც იმ დროს ხორეზმის დედაქალაქი გახლდათ (ეს ტერიტორია ამჟამად უზბეკეთს ეკუთვნის).
ალ-ბირუნი მრავალმხრივ განათლებული ადამიანი იყო, მუშაობდა ხორეზმ შაჰის მუჰამედის კარზე, შემდგომ გურგანში კაბუს იბნ ვუშმაგირას კარზე, შემდეგ ისევ ხორეზმში სულთან მამუნის კარზე, ხოლო 1017 წლიდან კი მაჰმუდ ღაზნევის კარზე. მონაწილეობდა მაჰმუდის ინდოეთში ლაშქრობაში.
ალ-ბირუნი წერდა არაბულად. იგი 150-მდე ნაშრომის ავტორია (მათგან მხოლოდ 30-მდე გადარჩა). მისი ნაშრომები შეეხებოდა ასტრონომიას, ასტროლოგიას, გეოდეზიას, მათემატიკას, გეოგრაფიას, მინეროლოგიას, ფიზიკას, ფარმაკოლოგიას, ფილოსოფიას, ისტორიას, ეთნოგრაფიას, ფილოლოგიას. ასტროლოგიის შესახებ დაწერა 23 ტრაქტატი. ასტრონომიაში იგი ემხრობოდა კლაუდიო პტოლემეის გეოცენტრულ სისტემას, თუმცა მათემატიკური გამოთვლებით არ გამორიცხავდა დედამიწის მზის გარშემო ბრუნვასაც.
ალ-ბირუნმა მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით საკმაოდ ბევრი გამოგონება თუ სიახლე შექმნა:
• გამოიგონა და დეტალურად დაამუშავა მთვარის დაბნელების მიხედვით გეოგრაფიული განედების განსაზღვრის წესი.
• განსაზღვრა ჰორიზონოტის დახმარების მიხედვით კონკრეტული სიმაღლის გამოთვლა.
• შეადგინა ტრიგონომეტრიული ცხრილები.
• შექმნა კვადრატული ინტერპოლირების წესი.
• გამოიგონა მინერალების განსაზღვრისა და მათი მასის გაგების მეცნიერული წესი.
• შუა აზიის, ინდოეთის, ახლო და შუა აღმოსავლეთის ხალხების შესახებ დაწერა ეთნოგრაფიული და ისტორიული ნაშრომები.
• აღწერა არაბების, სპარსელებისა და ბერძნების კალენდარი.
• გამოიკვლია ზოროასტრიზმის ორთოდოქსალურ ისლამზე გავლენა და სხვა ისტორიული მოვლენები და პროცესები.
მისი ასტროლოგიური ნაშომებიდან გამოირჩევა "მასუდის კანონი" და "მეცნიერება ვარსკვლავთა შესახებ". ეს უკანასკნელი არის ერთგვარი ასტროლოგიის სახელმძღვანელო, სადაც შედის 530 ასტროლოგიური კითხვა-პასუხი (ამ ნაშრომის ორიგინალი ამჟამად ინახება ბრიტანეთის მუზეუმში).
ალ-ბირუნის, როგორც სწორუპოვარი ასტროლოგის შესახებ ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში დადიოდა ლეგენდები. ერთხელ სულთანმა მაჰმუდ ღაზნევმა, რათა დარწმუნებულიყო ალ-ბირუნის ცოდნაში, მას შეკითხვა დაუსვა, იმ ოთხი კარიდან, რომელიც სასახლეს გააჩნდა, გარეთ რომლიდან გავიდოდა. ალ-ბირუნმა მოითხოვა ასტროლაბი, გაზომა მზის სიმაღლე, სასახლის იატაკზე დახაზა ჰოროსკოპი, შემდეგ პატარა ქაღალდზე პასუხი დაწერა და ხალიჩის ქვეშ ამოდო. სულთანმა ბრძანა, რომ გაენგრიათ სასახლის აღმოსავლეთ კედელი ისე, რომ მეხუთე კარი გაკეთებულიყო. შემდეგ სულთანმა აიღო ასტროლოგის მიერ დაწერილი ქაღალადი, განგრეული კედლიდან გარეთ გავიდა და პასუხი იქ წაიკითხა. ქაღალდზე კი ეწერა: "ამ ოთხი კარიდან არცერთიდან არ გახვალთ, აღმოსავლეთ კედელში კიდევ ერთი კარია და იქიდან გახვალთ". ამ პასუხმა აღაფრთოვანა სულთანი და ალ-ბირუნი დააჯილდოვა.
ალ ბირუნი გარდაიცვალა 1048 წლის 13 დეკემბერს (ზოგი ვერსიით 1050 წლის 9 დეკემბერს) სამხრეთ ავღანეთში, ქალაქ ღაზნაში.
მისი ასტროლოგიური ნაშრომები შემდგომში მრავალჯერ ითარგმნა და გამოიცა ევროპის ბევრ ქვეყანაში. 1973 წელს კი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დიდი მეცნიერის დაბადებიდან 1000 წლისთავი აღინიშნა.

ძალიან მაგარი ადამიანი ყოფილა ალ–ბირუნი. უემოციოდ ვერ წავიკითხე :) ინდოეთის არასაკმარისად ათვისების გარდა ჩემს ნაკლად მიმაჩნია, რომ შუა აზიაში არ ვყოფილვარ და არ მინახია ის ადგილები, სადაც ალ–ბირუნისნაირი დიდი ადამიანები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. იმედს არ ვკარგავ, რომ ოდესმე მანდაც მომიწევს წასვლა :) სამარყანდი, ბუხარა, ხორეზმი და კიდევ ბევრი ბევრი საინტერესო ადგილებია, რომლებიც მეძახიან მოდი მოდი :)
ReplyDelete