© geoastrolog (რამაზ გიგაური)
- XX საუკუნის მაგიური სკანდალი -
- XX საუკუნის მაგიური სკანდალი -
"დაე, დარჩეს უცნობი ჩემი მსახურთა სახელები, ხოლო რიცხვი მათი მცირე,
ისინი წარმართავენ სხვებს - ვინც ბევრია და ცნობილი".
ალისთერ ქროული. "კანონთა წიგნი". თავი X
ისინი წარმართავენ სხვებს - ვინც ბევრია და ცნობილი".
ალისთერ ქროული. "კანონთა წიგნი". თავი X
XX საუკუნის ოკულტიზმში არავის არ მოუხდენია ისეთი ცვლილება და

ალისთერ ქროული (Edward Alexander crowley) დაიბადა 1875 წლის 12 ოქტომბერს, ქალაქ ლემინგტონში, უორიქშირის საგრაფოში (დიდი ბრიტანეთი). მისი მშობლები ედვარდი და ემილი რელიგიური სექტის "პლიმუტის ძმების" წევრები იყვნენ. ედვარდ ფანატიკოსი მორწმუნე იყო, ამიტომ პატარა ალექსანდრეს (ქროულმა სახელი ალისთერი მოგვიანებით დაირქვა) ყოველდღიურად ისმენდა ბიბლიას. 1887 წელს ქროულის მამა ედვარდი სიმსივნით გარდაიცვალა, ხოლო დედის მცდელობა, შვილში კიდევ უფრო გაეძლიერებინა რელიგიური რწმენა, ამაო გამოდგა - ამან ბავშვის სკეპტიციზმი კიდევ უფრო გააღვივა.
1895 წელს ა


1900 წელს ქროული უკვე მექსიკაშია, სადაც ეცნობა მეზოამერიკის შამანთა მაგიასა და მისტიციზმს. 1901 წელს ის იწყებს რაჯა-იოგას შესწავლას და ორი წლის შემდეგ გამოდის მისი ესსე "მეცნიერება და მატერია", სადაც აღწერს ბუდიზმთან ემპირიული მისვლის გზას.
1901-02 წლებში ის ალპინისტთა ჯგუფთან ის იმყოფება ინდოეთშსა და ყარაყორუმში. ამის შემდეგ ის მიდის ბირმაში და აქედან მიემგზავრება პარიზში, სადაც ის ხვდება ინგლისელ მწერალს სომერსეტ მოემს (მოგვიანებით ქროული მოემის ერთ-ერთი რომანის პერსონაჟი ხდება).
1903 წელს ის ირთავს ცოლს, როზას. ცოლთან ერთად მან მოიარა საფრანგეთი, იტალია, ეგვიპტე და ინდოეთი. 1904 წელს ქაიროში ყოფნის დროს ის წერს თავის ცნობ

ამის შემდეგ ქროული ტოვებს ცოლს და ალპინისტთა ჯგუფთან ერთად ინდოეთში მიემგზავრება. მას აქვს სურვილი ავიდეს მწვერვალ კანჩენჯანგაზე, რომელიც ჯომოლუნგმასა და ჩოგორის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მწვერვალია. თუმცა მწვერვალის დაპყრობის დროს, ჯგუფის წევრების მოთხოვნას ემორჩილება და ის უარს ამბობს გზის გაგრძელებაზე (მას სუნთქვასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდა). ამის შემდეგ ის გარკვეული ხანი იმყოფება ინდოეთში, შემდეგ მიდის ჩინეთში, იქ რამოდენიმე ხანი მონასტერში ცხოვრობს და იქიდან ბრუნდება ევროპაში.
მიუხედავად იმისა, რომ ქროულს როზასთან მეორე გოგონა შეეძინა (თუმცა მანამდე ქროულის ჩინეთში ყოფნის დროს, მისი პირველი შვილი გარდაიცვალა), ცოლს საბოლოოდ სცილდება (როზას მოგვიანებით ფსიქიკური პრობლემები ეწყება).
1907 წელს ის საკუთარ ორდენს "ვერცხლის ვარსკვლავი" აფუძნებს. ამავე წელს გამოდის ინგლისელი მწერლის ჩალზ ფულერის რომანი "დასავლეთის ვარსკვლავი

1910 წელს მან მოუგო სასამართლო პროცესი ყოფილ მასწავლებელსა და მეგობარს სამუელ მაზერს. 1912 წელს მან გამოაქვეყნა ახალი ტრაქტატი "მეოთხე წიგნი" და ამ წიგნის გავლენით, გერმანიაში მოქმედი "აღმოსავლელ ტამპლიერთა ორდენის" (OTO) ხელმძღვანელი თეოდორ როისი ქროულს ჯერ საკუთარი ორდენის ხელმძღვანელის თანამდებობას, ხოლო უარის შემდეგ კი მის ბრიტანული ფილიალის ხელმძღვანელის თანამდებობას სთავაზობს.
პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ქროული შვეიცარიაში გადადის, საიდანაც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ის განმარტოვდება და ხატვას იწყებს. ამასთან მისი სკოლის ყოფილი მასწავლებელი ლიეი ჰირსიგი მორიგი ცოლი ხდება. 1920 წელს ლეისთან

1947 წლის 1 დეკემბერს ქროული გარდაიცვალა (სიკვდილის ოფიციალური ვერსია – ქრონიკული ბრონქიტი. სიკვდილის არაოფიციალური ვერსია – ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზა).
ხელოვნების სხვა და სხვა დარგში ქროულის პიროვნება ხშირად ფიგურირებს, იგი არის საკმაოდ ბევრი რომანის პერსონაჟი:
ალისთერ ქროული (ჩარლზ ფულერი. "დასავლეთის ვარსკვლავივ)
ოლივერ ხადო (სომერსეტ მოემი. "მაგი")
კეირსველი (მ. რ. ჯეიმსი. "რუნების წამკითხველი")
ოსკარ ქლინგთონი (უიენფილდი. "ის მოვიდა და ჩაიარა")
აუპლეუს ჩალტონი და როული ტორი (მენლი უიედა უელმანი. "შავი მარტოობა")
ჰიუგო ესტლი (დიონ ფორჩუნი. "ფრთოსანი ხარი")
ვოლანდი (მიხეილ ბულგაკოვი. "ოსტატი და მარგარიტა")
კარადოკ კანინგემი (კოლინა უილსონი. "ადამიანის ჩრდილის გარეშე")
დოქტორი ტრელონი და სკორპიო მარტლოკი (ენტონი პაუელა. "ცეკვა დროის მუსიკის თანხლებით")
მოკატი (დენის უიტლი. "ეშმაკი")
ტერონ უეირი (ჯეიმს ბლიში. "შავი აღდგომა")
სვაროვი (ეტელ არჩერი. "იეროგლიფი")
ალისთერ ქროული (რობერტ ანტონ უილსონი. "ილუმინატების ნიღაბი")

დემონი ა. ქროული (ტერი პრატჩეტი და ნილ ჰეიმანი. "კეთილი ნიშანი")
ქროული შესახებ გადაღებულია ასევე ფილმები – მაგალითად, "ქიმიური ქორწინება". ქროულს ცნობილმა რეჟისორმა კენეტ ანგერმა მიუძღვნა ექსპერიმენტული ფილმი "ჩემი დემონური ძმის გამოღვიძება", სადაც ქროულის როლი შეასრულა არა ნაკლებად სკანდალურმა პიროვნებამ ანტონ შანდორ ლავეიმ. ქროულია დემონის პროტოტიპი ფილმში "ისთვიქელი ალქაჯები", სადაც მის როლს ჯეკ ნიკოლსონი ანსახიერებს. ქროულს მუსიკალური კომპოზიცია მიუძღვნა ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ოზი ოსბორნმა (Mr. crowley).
No comments:
Post a Comment