რა არის მანტრა და რა გავლენას ახდენს ადამიანში
მანტრა ეს არის სიტყვების ფორმულა, ასე ვთქვათ ჰიმნი, რომელსაც სჭირდება ბგერების უზუსტესი გადმოცემა. მანტრა ეს არის გონების, ემოციური მდგომარეობისა თუ აზროვნების პროცესის რეგულირების ერთ-ერთი საუკეთოს ინსტრუმენტი. იგი ტრანსცენდენტულ ასპექტში გამოხატავს ადამიანის შინაგანი ენერგიის ზეციური ძალებებთან ურთიერთობების არსს. ჩვეულებისამებრ მანტრები გხვდება სანსკრირტზე (უძველესი ინდური დამწერლობა). თავდაპირველად შექმნილი მანტრები უფრო ვედური და ინდუისტურია, უფრო მოგვიანებით იქმნებოდა ბუდისტურ-ჯანაისტური მანტრებიც.
მანტრა ხშირად გამოიყენება ლოცვებისა თუ შელოცვების დროს, თუმცა გარდა ამისა, მანტრებს იყენებენ ტრასცენდენტული მედიტაციის დროს.
ინდოეთში მიიჩნევა, რომ "ღვთიური ბგერა" (აქ იგულისხმება სიტყვა), რომელსაც დედამიწაზე მხოლოდ ადამიანი იყენებს, ეს არის გონების (სულის) გავლენა მატერიაზე. ინდუისტები თვლიან, რომ მანტრა ეს არის სიტყვათა განსაზღვრული ფორმა, რომელსაც გავლენა აქვს არა მხოლოდ ცოცხალ, არამედ არაცოცხალ სამყაროზეც.
ამ აზრს მეცნიერებიც ეთანხმებიან და ამის დასამტკიცებლად ტარდება უამრავი ექსპერიმენტი, როდესაც ბგერის (უმეტესწილად მუსიკის) საშუალებით ახდენენ რაიმე პროცესზე თუ მოვლენაზე გავლენას. არტ-თერაპიის ერთ-ერთი ძირითი მიმართულებაა მელოდია-თერაპია, როდესაც ესა თუ მუსიკალური ნაწარმოებები სასიკეთო გავლენას ახდენს არა მხოლოდ ადამიანის ხასიათსა და ემოციურ მდგომარეობაზე, არამედ სამკურნალო ეფექტი აქვს ამა თუ იმ დაავადებებისადმი (თუმცა როგორც ყველგან, აქაც შესაძლებელია ნეგატიური შედეგის მიღება - კაკაფონიისა თუ მუსიკის გარკვეული მიმართულების მოსმენა ადამიანზე დამაგრეველი გავლენა ახდენს).
არსებობს უამრავი მანტრა და ყველა მათგანი ფლობს განსახვავებულ ხარისხს, რიტმსა და ზემოქმედების ძალას. როდესაც ჩვენ აღვიქვამთ რაიმე ბგერას, ჩვენი ფსიქიკა, უფრო სწორედ კი თუ მეტაფიზიკურ ასპექტში ვიტყვით სამშვინველი (მენტალური, ასტრალური და ეთერული სხეულები) რეაგირებენ და რეზონანსში მოდიან ამ ბგერასთან. ამ დროს ადამიანის ორგანიზმში როგორც ენერგეტიკულ, ისე ფიზიკურ დონეზე მიდის მთელი რიგი რეაქციები და იწვევენ ადამიანის ენერგეტიკისა თუ ემოციურ-ფიზიკური მდგომარეობის ცვლილებას (სხვათა შორის მეტაფიზიკაში მენტალურ სამყაროს შეესაბამება ბგერა, ასტრალურ სამყაროს – ფერი, ხოლო ფიზიკურ სამყაროს – ფორმა).
მანტრის ვიბრაცია უპირველესად ე. წ. "ჩაკრების" ააქტიურებს, რომლებიც თავის მხრივ "პასუხს აგებენ" ორგანიზმში ენერგიის სწორად გადანაწილებაზე. თუმცა ამ ასე ვთქვათ "გადანაწილებას" უპირველესად კონკრეტული ადამიანის ფიზიკურ-ფსიქიკური მდგომარეობა, მისი "ცხოვრების წესი" განაპირობებს.
რა თქმა უნდა ისევე როგორც ყველაფერს, მანტრების სწორად წარმოთქმასაც და ამ ვიბრაციის სასიკეთოდ გამოყენებასაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება უნდა. თუ როგორ წარმოითქმება ესა თუ ის მანტრა და რომელი მანტრა რა ენერგეტიკულ ცვლილებას იწვევს, ამაზე გაზეთის შემდეგ ნომრებში ვისაუბრებთ.
საქართველოში დღეს ბევრ ადამიანს ქართული ენა სხვა ენებთან შედარებით "ღარიბი" და ნაკლებად "მოქნილი" ჰგონია. თუმცა ეს სულაც არ არის ასე – გნებავთ ინდუისტური მანტრების და გნებავთ კაბალისტიკური ლოცვების წარმოთქმა, რომლებიც რთულ ბგერების ერთობლიობას წარმოადგენენ ქართულ ენაზე უფრო ადვილი წარმოსთქმელია, ვიდრე იგივე ევროპულ ენებზე (მათ შორის ინგლისურ, რუსულ და ა. შ. ენებზე). თუმც აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუნდაც უბრალო მანტრის სწორად წარმოთქმას ხანგრძლივი ვარჯიში უნდა (და არა მხოლოდ ფიზიკურ დონეზე).
ძალიან კარგი და გასაგები ენით არის გადმოცემული აზრი
ReplyDeleteრაც მაინტერესებდა გავიგე