რა არის მუდრა და როგორ გამოვიყენოთ იგი
მუდრა "წყალი", ანუ "ვარუნა"
პირველი დახმარება ღვიძლის ტკივილის, ჭვალის, მუცლის შებერილობის დროს
პირველი დახმარება ღვიძლის ტკივილის, ჭვალის, მუცლის შებერილობის დროს
ინდურ მითოლოგიაში წყლის ღმერთს ვარუნა ეწოდება.
წყალი ერთ-ერთი პირველელემენტია. წყლის სტიქია სიცოცხლის აუცილებელია ატრიბუტია. "წყლის" მუდრა დადებითად მოქმედებს ღვიძლზე, ნაღვლის ბუშტსა და თორმეტგოჯა ნაწლავზე.
შესრულება: მარჯვენა ხელის ნეკა თითი იხრება, ზედ ეფარება ასევე მარჯვენა ხელის ცერა თითი. მარცხენა ხელი "იჭერს" მარჯვენას და მარცხენა ხელის ცერა თითი მარჯვენა ხელის ცერა თითს ზემოდან ეფარება.
დრო: 15 წუთი.
ვიზუალიზაცია: შეტრიალდით სახით აღმოსავლეთისკენ. ხელები დაიკავეთ მკერდის დონეზე, დაძაბულობის გარეშე. უყურეთ მწვანე ფერს ან დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ მწვანე ფერი. შესუნთქვა – ცხვირით, ამოსუნთქვა – პირით. შედეგს აძლიერებს ნემსიწვერას არომატი.
აფირმაცია: "მე ყოველთვის მაქვს შესაძლებლობა, რომ ვიპოვო კითხვებზე პასუხი და შევცვალო მოცემული მდგომარეობა".
მუდრა "ენერგია", ანუ "აპანი"
აღნიშნული მუდრა აუმჯობესებს ორგანიზმში ენერგიის ცირკულაციას და წმენდს ენერგეტიკულ არხებს, ასევე წმენდს ორგანიზმს დანალექებისგან და შლაკებისგან. აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. დადებითად მოქმედებს შარსადინარ სისტემასა და ხერხემალზე. ეს მუდრა ადამიანს ანიჭებს მოთმინებას, შინაგან სტაბილურობასა და ჰარმონიას.შესრულება: ორივე ხელის ცერი, შუა და უსახელო თითები ერთდება, ხოლო საჩვენებელი და ნეკა თითები გამართულ მდგომარეობაშია და მოდუნებულია.
დრო: 10 წუთი.
ვიზუალიზაცია: შეტრიალდით სახით აღმოსავლეთისკენ. ხელები დაიკავეთ მუცლის დონეზე, ჭიპიდან 2 სმ-ით ქვემოთ, დაძაბულობის გარეშე. უყურეთ მწვანე ფერს ან დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ მწვანე ფერი. წარმოისახეთ, რომ ზიხართ აყვავებულ ბაღში, სადაც სხვა და სხვა ფერის სურნელოვანი ყვავილებია. შესუნთქვა – ცხვირით, ამოსუნთქვა – პირით. შედეგს აძლიერებს ნემსიწვერას არომატი.
აფირმაცია: "მე ვთესავ სიკეთის მარცვლებს, ვზრუნავ მათზე და ვიღებ უხვ მოსავალს, ღმერთის წყალობის სახით – მადლიერებით ვიღებ მის ძღვენს".
მუდრა "სიბრძნის სარკმელი"
ეს მუდრა ააქტიურებს აზროვნების სისტემას და დადებითად მოქმედებს ტვინში სისხლის მიმოქცევაზე, განსაკუთრებით პოზიტიურია დამბლაგადატანილ ადამიანებზე. ეს მუდრა ააქტიურებს ორგანიზმის რეზერვებს, დადებით გავლენას ახდენს აზროვნების პროცესზე, ანალიზისა და ინფორმაციის დამუშავების უნარზე.
შესრულება: ორივე ხელზე უსახელო თითები იხრება და ზედ ცერა თითები ეფარება. დარჩენილი თითები გამართულ მდგომარეობაშია და მოდუნებულია.
დრო: 10 წუთი.
ვიზუალიზაცია: შეტრიალდით სახით აღმოსავლეთისკენ. ხელები დაიკავეთ სახის დონეზე. უყურეთ ყვითელ ფერს ან დახუჭეთ თვალები და წარმოისახეთ ყვითელი ფერი. შესუნთქვა – ცხვირით, ამოსუნთქვა – პირით. შედეგს აძლიერებს პიტნის არომატი.
No comments:
Post a Comment