1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, WhatsApp-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 25, 2024

2025 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგნოზი: ასტროლოგიურ ჭრილში (II ნაწილი)

  ასტროლოგი რამაზ გიგაური/


II ნაწილი (პლანეტარული ინგრესიები და ციკლები)

 

ურანის ინგრესია

ურანი კუროს ნიშანში პირველად 2018 წელს შევიდა და საბოლოოდ მას 2026 წლის აპრილში დატოვებს, თუმცა 2025 წლის 7 ივლისიდან - 2025 წლის 8 ნოემბრამდე ურანი ტყუპში მცირე ხნით იმოძრავებს (შემდეგ რეტროგრადული მოძრაობით დაბრუნდება კუროში და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საბოლოოდ, ტყუპში 2026 წლის აპრილში გადავა).

ურანის ტრანზიტი ტყუპის ნიშანში დაკავშირებულია კომუნიკაციის, ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალური წინსვლის მნიშვნელოვან ცვლილებებთან. ტყუპის ენერგია, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს იდეების გაცვლას, სწავლას და მრავალფეროვნებას, ურანის რევოლუციურ ხასიათს აძლიერებს და ფოკუსირებული ხდებ სწრაფ ცვლილებებსა და ახალი კონცეფციების დანერგვაზე.

ამ ტრანზიტის დროს ხშირად იზრდება ინფორმაციის მნიშვნელობა და მისი გადაცემის ინოვაციური გზები. შესაძლებელია, რომ გამოგონებებისა და ტექნოლოგიური პროგრესის სფეროში გაჩნდეს ახალი იდეები, რომლებიც ფუნდამენტურად შეცვლის საზოგადოებას. მაგალითად, მოსალოდნელია ახალი გარღვევები კომუნიკაციის, სატრანსპორტო სისტემების, მედიის და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში, რომლებიც კიდევ უფრო მეტად დააკავშირებს გლობალურ საზოგადოებას. მუნდანურ დონეზე, ურანი ტყუპში აძლიერებს საზოგადოების ინტერესს მრავალფეროვნებისა და სიახლეებისადმი. ჩნდება კულტურული გაცვლა-გამოცვლის ახალი ფორმები, იზრდება მრავალენოვანი პლატფორმების მნიშვნელობა და ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნა. ურანის ეს ტრანზიტი ასევე ხაზს უსვამს განათლების სისტემის რეფორმების საჭიროებას, რადგან კოლექტიური ცნობიერება მოითხოვს სწავლის უფრო მოქნილ, ტექნოლოგიურად მდიდარ და მრავალფეროვან მიდგომას. სატრანსპორტო სფეროში მოსალოდნელია ინოვაციური პროექტების წამოწყება, როგორიცაა მაღალსიჩქარიანი კავშირების ან ალტერნატიული ენერგიის სისტემების დანერგვა.


სატურნის ინგრესია

სატურნი ვერძის ნიშანში 25 მაისს შევა, შემდეგ 1 სექტემბრს, რეტროგრადული მოძრაობით დაბრუნდება თევზებში და უკვე საბოლოოდ, ვერძში 2026 წლის 14 თებერვალს გადავა. ეს მიანიშნებს, რომ 2025 წელს პირველ ეტაპად დაიწყება და შემდეგ უკვე 2026-28 წლებში დღის წესრიგში დადგება ახალი სტრუქტურების შექმნის აუცილებლობა, მაგრამ ამის პარალელურად გაჩნდება შეზღუდვები და წინააღმდეგობები. სატურნის ეს განლაგება ხაზს უსვამს იმპულსებისა და ძალაუფლების სწორად გამოყენების საჭიროებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება სახელმწიფოს ან საზოგადოების სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს. ვერძის ენერგია სატურნის სტრუქტურასა და პასუხისმგებლობას აკავშირებს, რაც შეიძლება გამოიხატოს მკვეთრი, მაგრამ მოზომილი ქმედებებით. ამ პერიოდში ხშირად ხდება კანონების გამკაცრება, სტრატეგიული გადაწყვეტილებების გადახედვა ან ახალი რეგულაციების შემოღება, რომლებიც მიმართულია კოლექტიური რესურსებისა უკეთესად ორგანიზებაზე. მეორეს მხრივ, ეს განლაგება შეიძლება მიანიშნებდეს სირთულეებზე ლიდერობაში, გაჭიანურებულ რეფორმებზე და კონფლიქტებზე, რომლებიც მოითხოვს მოთმინებას, სტრატეგიულობასა და გრძელვადიან ხედვას.


 იუპიტერის ინგრესია

2025 წლის 10 ივნისს განვითარების, პროგრესის და გამარჯვების პლანეტა ტყუპიდან კირჩხიბში გადაინაცვლებს და იქ 2026 წლის ივნისის ბოლომდე იმოძრავებს. იუპიტერის კირჩხიბის ნიშანში გადასვლა დაკავშირებულია ემოციური სიღრმესთან,ოლექტიურ და სოციალურ ზრუნვნ, ასევე ოჯახური, ეროვნული და კულტურული ფასეულობების გაძლიერებასთან. კირჩხიბი უკავშირდება - სახლს, სამშობლოსა და ემოციურ კავშირებს, ასე რომ იუპიტერის გავლენით კიდე უფრო გაძლიერდება ეროვნული იდენტობის, ტრადიციებისა და ერთიანობის მნიშვნელობა. ბევრი ქვეყანა ფოკუსირდება ისეთ შიდა საკითხებზე, როგორიცაა სოციალური უსაფრთხოების გაძლიერება, საბინაო პროგრამების და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ან შიდა ეკონომიკური მხარდაჭერა. იუპიტერი ასევე ხელს უწყობს ოჯახური კეთილდღეობის პროგრამების გაძლიერებას, ბავშვთა უფლებების დაცვასა და განათლების განვითარებას. ასევე შეიძლება გააქტიურდეს მიგრაციის საკითხები, რასაც თან სდევდე ეროვნული ან ეთნიკური იდენტობის შენარჩუნების სურვილი. უნდა აღინიშნოს, რომ კლიმატური და ეკოლოგიური თემატიკა განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს, რადგან კირჩხიბი დაკავშირებულია წყალთან, ზღვებთან და გარემოს დაცვასთან. შესაძლოა, გაძლიერდეს ინიციატივები ეკოლოგიური პროექტებისთვის და ყურადღება გამახვილდეს წყლის რესურსებზე. იუპიტერის ეს პოზიცია ასევე მიანიშნებს საზოგადოების ემოციურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე ზრუნვაზე, ფსიქოლოგიური სერვისების განვითარებასა და საერთო სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებაზე.


შავი მთვარის (ლილიტის) ინგრესია

* 2024 წლის 29 ივნისიდან - 2025 წლის 27 მარტამდე ლილიტი იმყოფება სასწორის ნიშანში, რაც გაძლიერებულ ყურადღებას უთმობს კოლექტიურ ურთიერთობებს, სამართლიანობასა და დიპლომატიას. ამ პერიოდში გლობალურ დონეზე ჩნდება კონფლიქტური სიტუაციები, სადაც ჰარმონიისა და ბალანსის შენარჩუნების სურვილი ხშირად ეჯახება მანიპულაციებს, პოლიტიკური კომპრომისების მიღწევის სირთულეს და ძალაუფლებისთვის აგრესიულ ბრძოლას. საერთაშორისო ურთიერთობებში მაღალია წარუმატებელი მოლაპარაკებების იმედგაცრუება.

* 2025 წლის 27 მარტიდან - 2025 წლის 20 დეკემბრამდე ლილიტის გადასვლა მორიელის ნიშანში სამყაროს დინამიკაში შემოიტანს კრიზისების, ტრანსფორმაციების და ფარული პროცესების აქტივაცია. პოლიტიკურ, სოციალურ თუ ინდივიდუალურ დონეზე დაიწყება ღრმა ემოციური, ენერგეტიკული და ფინანსური ბრძოლა. მოიმატებს გლობალური მანიპულაციები და საიდუმლო გეგმების გამჟღავნების ალბათობა. შესაძლებელია ეკონომიკისა და ეკოლოგიის საკითხებში შეიქმნას კრიზისული ვითარებები, ხოლო კოლექტიურ დონეზე გაიზრდება ცვლილებების სურვილი, რომელიც უმეტესწილად შიშზე იქნება დაფუძნებული. მორიელის სიმბოლიკა - ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის წრებრუნვა, ამიტომ ბევრი კულტურა და საზოგადოება აღმოჩნდება აუცილებელი ტრანსფორმაციის წინაშე, რაც გამოიწვევს ძველი სტრუქტურების ნგრევას და ახალი სისტემების შექმნისკენ სწრაფვას (2025 წლის 20 დეკემბრიდან ლილიტის გადავა მშვილდოსანში, თუმცა მისი გავლენა ძირითადად 2026 წელს გამოვლინდება)


ასტრონუმეროლოგიური ანალიზი

ამ თვალსაზრისით, 2025 წელი დაკავშირებულია ციფრებთან 2 და 5. ეს არის „გაორებული“ მთვარისა და მერკურის სინთეზი. ეს არის 2/3 მთვარისა და 1/3 მერკურის ენერგია. პირველი წარმოადგენს ემოციას, პირად ქვეცნობიერს, ქალურობას, „ინ“ ენერგიას, ინტუიციას, სიფაქიზეს, წარსულს, ირაციონალურობას, ხოლო მერკური - ეს არის აზროვნება, კომუნიკაცია, ინფორმაციის მიღება-გადაცემა, ინტელექტი, ცოდნა, სწავლა, გადაადგილება, რაციონალურობა. აქედან გამომდინარე, ეს იქნება საკმაოდ ემოციური წელი და განსაკუთრებით სასიკეთო იქნება ქალებისთვის და იმ სფეროებისთვის, რომლის განვითარებას არა ფიზიკური ძალა, ემოციური ემოციური ინტელექტი და მოქნილება სჭირდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ლოგიკური და რაციონალური ადამიანები განწირულები იქნებიან. თუ ისინი შეძლებენ საკუთარი ემოციის მართვას, მაშინ ისინიც შეძლებენ მიზნების სწორად დაგეგმვასა და მათ მიღწევას. 2025 წლის ჯამი გვაძლევს რიცხვს 9 (2+0+2+5 = 9). ეს უკვე მარსის ძალა, მიზასწრაფვა, დინამიზმი და ბრძოლისუნარიანობაა. ასე რომ, მარსის გავლენით 2025 წელში საჭირო იქნება ინიციატივის გამოვლენა. იმ ადამიანს, ვისაც განვითარება სურს, კი არ უნდა დაელოდოს, არამედ აქტიურ რეჟიმში უნდა შეეცადოს სასურველი შედეგის მიღებას.

 

No comments:

Post a Comment