© geoastrolog (რამაზ გიგაური)
მსოფლიო. აღმოსავლური (ჩინურ-იაპონური) ასტროლოგიის მიხედვით ტახის წელი ალაგებს და აბალანსებს წინა წლების მერყეობას და ნეგატიურ პროცესებს.
ე. წ. „გუშონ-ბარბოს“ ციკლის მიხედვით 2019 წელს მოსალოდნელია პოლიტიკური, სოციალური
და
ეკონომიკური
შეჯამება
და
გადაფასება.
ყველა
ის
სისტემა,
რომელიც
ვერ
გაუძლებს
წნეხს,
დაიშლება
და
განვითარდება
ახალი
სისტემები.
2019 წელს ბევრი ენერგია დაეთმობა კონკრეტულ მიზნებს, საზოგადოების ფინანსურ-ეკონომიკურ
მდგომარეობის
დასტაბილურებას,
მოსახლეობის
შემოსავლების
გაზრდას
და
სოციალურ-ყოფითი
პირობების
გაუმჯობესებას.
ამას
ხელს
შეუწყობს
ახალი
ეკონომიკური
პროგრამების
შექმნა
და
მომგებიანი
სტრატეგიული
გეგმების
დასახვა.
სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მოსალოდნელია
გააქტიურდეს
სოციალური
პირობებთან,
დემოგრაფიული
მდგომარეობასთან
და
ასევე
განათლებასთან
დაკავშირებული
საკითხები.
კიდევ
უფრო
გააქტიურდება
ახალგაზრდული
მოძრაობების
შექმნა-განვითარების
სურვილი,
რომლის
მიზანიც
მორალური
ფასეულობების
პროპაგანდა,
იდეოლოგიის,
კულტურულ-სპორტული
მიღწევების,
განათლების
დონის
ამაღლების
და
სხვა
მსგავსი
ღონისძიებების
დანერგვა
იქნება.
ბევრ ქვეყანაში კიდევ უფრო განვითარდება საგარეო პოლიტიკური
ურთიერთობები,
რასაც
ხელს
შეუწყობენ
ახალგაზრდა
ან
გაბედული
ლიდერები,
რომლებიც
თავიანთ
პოლიტიკას
სამართლიანობაზე
და
სანდოობაზე
დააფუძნებენ
და
ამით
მოიპოვებენ
პოპულარობას.
იქიდან
გამომდინარე,
რომ
ტახის
წელი
ფინანსებს
უკავშირდება,
არ
არის
გამორიცხული
გამოაშკარავდეს
ძველი
თუ
ახალი
კორუფციული
სქემები
და
საზოგადოებამ
სკანდალური
ეკონომიკური
დანაშაულების
შესახებაც
შეიტყოს.
ტახის წელში, როგორც წესი მიმდინარეობს ხოლმე რადიკალური ცვლილებების ფარული მზადება, მაგრამ ეს ცვლილებები ერთი ან ორი წლის შემდეგ განხორციელდება. როგორც წესი,
ასეთ
დროს
ნელ-ნელა ძალებს
იკრებენ
ოპოზიციური
პარტიები,
ასევე
ხშირია
ხოლმე
კომპრომატების
შეგროვება
ძალაუფლების
მქონე
პირებზე. ამიტომ ის პოლიტიკური პირები, რომლებიც ამ წელს შეცდომებს დაუშვებენ, რამოდენიმე წელიწადში გაიაზრებენ დანაშაულს, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იქნება.
საერთოდ ტახის წელი „სწყალობს“ მიზანდასახულ და მშრომელ
ადამიანებს,
რომლებიც
არ
უშინდებიან
სირთულეებს
და
მათი
ძალისხმევაც წარმატებით დაგვირგვინდება, ხოლო ისინი,
ვისაც
დროებითი
წარმატების
იმედზე
არიან
ხოლმე
და
შრომაზე
უარს
ამბობენ - ამ
წელს
ვერაფერს
მიაღწევენ.
2019 წელი ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით გასული წლებისგან
მეტ-ნაკლებად
პოზიტიური
იქნება.
მოიმატებს
ფინანსური
პროექტების
დაწყების,
დაფინანსების
წყაროების
და
ახალი
შემოსავლების
მიღების
ალბათობა.
ეს
კი
ყველა
სოციალურ
ფენაზე
პოზიტიურად
იმოქმედებს.
პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით 2019 წელს ყურადღებას
ითხოვს
შემდეგი
პერიოდები:
10-31 იანვარი,
1-20 აპრილი,
28 აპრილიდან - 17 მაისამდე,
5 ივნისიდან
- 21 ივლისამდე,
10 სექტემბერი - 15 ოქტომბერი.
ამ
პერიოდებში
პოლიტიკურ-ეკონომიკური
პროცესები
მოსალოდნელია
დამუხრუჭდეს
და
კრიზისის
ნიშნები
გაჩნდეს.
ყურადღების
გამოჩენა
იქნება
საჭირო
ბიზნესთან,
კომერციულ
გარიგებებთან
და
ფინანსებთან
დაკავშირებით.
2019 წელს ასევე ყურადღებას ითხოვს მარსის და ურანის ურთიერთკომბინაცია, რომელიც გააქტიურდება:
4-20 თებერვალს,
5-16 ივლისს,
17-29 ნოემბერს.
ამ
პერიოდებში
არ
არის
რეკომენდებული
აჩქარებულობა
და
რისკზე
წასვლა.
გაზრდილი
იქნება
დაპირისპირებების,
კონფლიქტების,
საბედისწერო
შემთხვევების,
ავარიების
და
ტექნიკური
კატასტროფების
ალბათობა. ამ პერიოდებში მოიმატებს კრიმინალის ალბათობა.
პლანეტა იუპიტერი 2019 წლის 2 დეკემბრამდე მშვილდოსნის იმოძრავებს. ასე რომ, 1 იანვრიდან - 2 დეკემბრამდე იუპიტერის
კოსმობიოლოგიური
გავლენა
გამარჯვებას
მოუტანს
იმ
ადამიანს
და
ქვეყნებს,
რომლებიც
გაბედულად,
აქტიურად,
ენერგიულად
შეეცდებიან
წინსვლას
და
განვითარებას.
შესაძლებელი
გაჩნდება
ახალი
ჰორიზონტის
დანახვის,
ახალი
სივრცეების
განვითარების
და
ათვისების
შესაძლებლობა.
გააქტიურდება
უცხოეთისა
და
უცხოელების
საკითხები. 2 დეკემბრიდან
იუპიტერი
თხის
რქის
ზოდიაქოში
გადაინაცვლებს.
ამ
დროს
წარმატებას
უფრო
პრაქტიკული
და
პრაგმატული
გადაწყვეტილებები
მოიტანენ
2019 წლის განმავლობაში პლანეტა სატურნი
თხის
რქის
ზოდიაქოში
იმოძრავებს.
მისი
კოსმობიოლოგიური
გავლენა
ადამიანებისგან „მოითხოვს“
შეუპოვრობის,
მიზანსწრაფვის,
წინაღობების
გადალახვისთვის
და
სიძნელეების
დაძლევისთვის
აუცილებელ
ძალისხმევას.
საქართველო. ცხადია, ის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებები და ტენდენციები, რომლებიც 2019 წლისთვის
იქნება
დამახასიათებელი,
საქართველოზეც
აისახება.
ე. წ. „წლის ჰოროსკოპში“ ყველაზე მთავარი ის საკითხები, გარემოებები და მოვლენები იქნება, რომლებიც სახელმწიფოებრივ ტერიტორიას, მიწას
უკავშირდება
(დიდი
ალბათობით
კიდევ
უფრო
გააქტიურდება „საზღვრის
გადმოწევის“
და
ამასთან
დაკავშირებული
პროვოკაციები).
გარდა
ამისა
სახელმწიფოს
ან
სხვადასხვა
ორგანიზაციების
მხრიდან
გააქტიურდება
მუშაობა
სასოფლო-სამეურნეო
სფეროს
მიმართ.
აქტიური
იქნება
სასარგებლო
წიაღისეულის
მოპოვებასთან
დაკავშირებული
სფეროები
და
მაღაროელებთან
საკითხები
წინ
წამოიწევს.
რაც შეეხება 2019 წელს საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპს, ტრანზიტული ურანის შეერთება ნატალურ მთვარესთან მიანიშნებს, რომ 2018 წელს გააქტიურებული ხალხის მღელვარება,
უკმაყოფილება
და
რევოლუციური
განწყობები
2019 წლის
იანვრიდანვე
დასუსტდება
და
მარტში
საგრძნობი
აღარც
კი
იქნება.
ტრანზიტული იუპიტერი საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში მე-5 და მე-6 სახლებში იმოძრავებს, ამიტომ წარმატებას მიაღწევენ შემოქმედებითი ადამიანები, მოსალოდნელია
საკმაოდ
წარმატებული
მიღწევები
და
გამარჯვებები
ვიხილოთ
ხელოვნებასა
და
სპორტში.
ასევე
მნიშვნელოვანი
იქნება
მედიცინასთან
დაკავშირებული
საკითხები - არ
გამოირიცხება
2019 წელს მოხდეს ახალი სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვა ან რაიმე
პოზიტიური
ცვლილებები
მედიცინასთან
და
გამაჯანსაღებელ
პროცედურებთან
დაკავშირებით.
არ
გამოირიცხება
სწორედ
2019 წელს
წელს
დაიწყოს
ახალი
სამუშაო
ადგილების
შექმნა
ან
მოხდეს
რაიმე
ტიპის
რეორგანიზაცია,
კომპანიების,
ორგანიზაციების
და
საწარმოების
შექმნა-განვითარება,
რაც
ახალ
სამუშაო
ადგილების
შექმნას
შეუწყობს
ხელს.
იქიდან
გამომდინარე,
რომ
მუნდანურ
ასტროლოგიაში
მე-6
სახლი
არმიაც
არის,
დიდი
ალბათობით
საქართველოს
არმიასთან
და
შეიარაღებასთან
დაკავშირებით
სასიკეთო
ცვლილებებია
მოსალოდნელი.
2019 წელს წინაღობების და პრობლემების პლანეტა სატურნი საქართველოს ჰოროსკოპში ე. წ. „დესცენდენტთან“ ახლოს იმოძრავებს,
რაც
მიანიშნებს
ღია
დაპირისპირებაზე
ოპონენტებთან
და
ღია
მტრებთან
(ცხადია
აქ
უპირველესად
რუსეთთან
არსებული
დაპირისპირება
იგულისხმება).
განსაკუთრებით
სახიფათო
იქნება
მარტი,
აპრილი,
მაისი
და
ივნისი,
როდესაც
ტრანზიტული
სატურნის
სიახლოვეს
მთვარის
დაღმავალი
(კარმული)
კვანძიც
იქნება
განთავსებული.
ამიტომ
გაზაფხული
და
ზაფხულის
დასაწყისი
ამ
მიმართულებით
ყველაზე
რთულ
პერიოდად
უნდა
მოვიაზროთ
და
საქართველოს
ხელისუფლებას
მართებს
წინდახედულება
და
სიფრთხილე,
რათა
ღია
კონფრონტაციასა
და
დაპირისპირებას
თავი
აარიდოს.
მოსალოდნელია
გააქტიურდეს
სეპარატიზმის
მომენტიც.
მთლიანობაში, 2019 წელი საქართველოს ცხოვრებაში შეიძლება გარდამტეხ წლადაც კი მოვიაზროთ, რადგან ის შეაჯამებს ბოლო რვაწლიან პერიოდს და მომდევნო ცხრაწლიანი პერიოდის საწყისი წელიც იქნება. ამიტომ 2019 წელში განვითარებული მოვლენები დაიწყებს
2028 წლამდე
ახალი
რეალობის
ფორმირებას.
რაც შეეხება შეეხება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, მისთვის გარდამტეხი
არა
2019, არამედ
2020-21 წლები
იქნება,
რადგან
ამ
დროს
წავა
მათი
ხელისუფლებაში
მოსვლის
ცხრაწლიანი
ციკლი
დასრულებისკენ
და
თუ
ისინი
კონკრეტულ
მოქმედებებს
არ
განახორციელებენ,
მოსალოდნელია
სერიოზული
პრობლემები
უკვე
2019 წელსვე
შეექმნათ
(ასეთ
შემთხვევაში
პირველი
ნიშნები
2019 წლის
შემოდგომით
გაჩნდება)
2019 წელს მოიმატებს ძველი ან ახალი ეკონომიკური დანაშაულებების გამოაშკარავების ალბათობა.
ამიტომ
მოსალოდნელია
უფრო
კორუფციასთან,
საეჭვო
ან
უკანონო
შემოსავლებთან,
სახელმწიფო
ქონების
გაფლანგვასთან
და
მსგავს
საკითხებთან
დაკავშირებული
გამჟღავნებული
დანაშაულები
და
სკანდალები
ვიხილოთ.მთელი რიოგი გართულებები მოსალოდნელი სასამართლოსთან და მოსამართლეებთან დაკავშირებულ საკითხებში.
საქართველოსთვის რთული პერიოდები იქნება იანვრის მეორე ნახევარი, თებერვალი, აპრილი, მაისის დასაწყისი, ივნისის მეორე ნახევარი, ივლისის პირველი ნახევარი, სექტემბრის მეორე ნახევარი, ოქტომბერი. ამ პერიოდებში საქართველოს ხელისუფლებას ყურადღებისა და წინდახედულობის
გამოჩენა
მართებს,
რათა
საქართველოს
პოლიტიკური
და
ეკონომიკური
ცხოვრება
მშვიდ
ტემპში
წარიმართოს
და
მოსალოდნელი
კრიზისები
თავიდან
იქნას
არიდებული.
No comments:
Post a Comment