© geoastrolog (რამაზ გიგაური)
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2018 წელი მიწის (ყვითელი) ძაღლის წელიწადი იქნება. ის 2018 წლის 16 თებერვალს დაიწყება და 2019 წლის 4 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2018 წელი მიწის (ყვითელი) ძაღლის წელიწადი იქნება. ის 2018 წლის 16 თებერვალს დაიწყება და 2019 წლის 4 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
ძაღლის წლისთვის დამახასიათებელია ყველა ძველი საქმის თუ პროექტის გადასინჯვა და დეტალებში ჩაღრმავება. ბევრი რამ კრიტიკული თვალით გადაისინჯება და დალაგდება. მოწესრიგდება ბევრი არეული საკითხი. ინდივიდუალურ თუ გლობალურ დონეზე მოსალოდნელია წესრიგის დამყარება. ეს წელი მასშტაბურ ცვლილებებს ნამდვილად არ მოიტანს, თუმცა ის ადამიანები, ვინც იშრომებენ, სასიკეთო შედეგს აუცილებლად მიიღებენ. ამ წლის სტიქია მიწაა, ამიტომ წარმატებას პრაქტიკული და პრაგმატული მიდგომები მოიტანს.
რას უნდა ველოდოთ 2018 მიწის (ყვითელი) ძაღლის წელს
ძაღლის წელს (1910, 1922, 1934, 1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018) - აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით მიწის ენერგია მართავს და ყვითელ ფერთან ასოცირდება. ჩინურ ასტროლოგიის მიხედვით ძაღლი ერთგული არსებაა, თუმცა ის მუდამ შფოთვაშია და შინაგანად განგაშის რეჟიმში ცხოვრობს. რაც მას საფუძვლიანად ღლის. ამიტომ, 2018 წელს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ენერგიის და საერთოდ რესურსების სწორად გადანაწილება. ძაღლის წელი „ითხოვს“ მოვლენების მშვიდ და სტაბილურ განვითარებას. ის ვერ „იტანს“ სარისკო, ხიფათის შემცველ, საეჭვო ან უკანონო მოქმედებებს. ამიტომ 2018 წლისთვის დამახასიათებელი იქნება მსგავსი ტენდენციები. ამ წელს სასურველია ყველაფერი წინდახედულად და დაგეგმილად განვითარდეს. ცხადია ყოველთვის ეს არ ხერხდება, მაგრამ ძაღლი „ცდილობს“ ნებისმიერი ქაოსი მოაწესრიგოს და სიმშვიდე შექმნას. ის „ითხოვს“ უდიდეს პასუხისმგებლობას, ამიტომ, პასუხისმგებლობის გრძნობა 2018 წელს წარმატების მიღწევისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება იქნება.
ჩინური ასტროლოგიის მიხედვით 2018 წლის მფარველი ვარსკვლავია „ვეი“, რომელიც ასოცირდება კუჭთან და მარცვლეულის შესანახ სკივრთან. ამიტომ ამ წელს წინ წამოიწევს მატერიალური საკითხები და ნებისმიერი არასწორი ფინანსური ოპერაცია მოსალოდნელია არც თუ სასიამოვნოდ დასრულდეს. თუმცა სწორი და მიზანმიმართული მოქმედებებით შესაძლებელი იქნება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ძაღლი - ადამიანის ერთგული მეგობარია, ამიტომ ის ადამიანებს „ეხმარება“ რომ მამლის წელში წარმოქმნილი ენთუზიაზმი და ინიციატივები უკვე კონკრეტულ მოქმედებამდე და ლოგიკურ შედეგებამდე დააყვანინოს. თუმცა ამისთვის საჭირო იქნება კონკრეტული მიზნები და მკაფიო გეგმები. ეს განსაკუთრებით პროფესიულ საქმიანობასა და კარიერაში იქნება საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისები და პრობლემები არ დააყოვნებს. როგორც ჩინურ, ისე იაპონურ ასტროლოგიაში ძაღლი - სიფხიზლის სიმბოლოა, ამიტომ ამ წელს განსაკუთრებით საჭიროა „გონების სიფხიზლე“, ანუ ამ წელს ნებისმიერი ფანტაზიას აქვს ილუზიაში გადასვლის შესაძლებლობა, ამიტომ პრაქტიკულობითა და პრაგმატულობით ამ შეცდომის თავიდან არიდება იქნება შესაძლებელი.
2018 წელს „იან“ (მამრული) ენერგია მართავს. ეს კოსმოსური იმპულსების ენერგიულ, აქტიურ გამოვლენაზე მიანიშნებს. აქედან გამომდინარე, ძაღლის წელს წარმატებას სწორედ ძლიერი, ინიცივიატიანი, აქტიური, მიზანსწრაფული და თავდაჯერებული ადამიანები მიაღწევენ. მიწის სტიქიის მამრული ენერგია - ეს არის მთა, მწვერვალი. ამიტომ, ამ წელს წარმატების მიღწევისთვის მხოლოდ აქტიურობა და ენერგიულობა საკმარისი არ იქნება. ასევე საჭირო იქნება წინაღობების გეგმაზომიერად გადალახვის და რისკების გათვლის უნარი. 2018 წელს წარმატების მიღწევა მწვერვალზე ასვლას შეიძლება შევადაროთ, სადაც გამარჯვებიდან ერთ ნაბიჯზე შესაძლოა უფსკრულიც კი იყოს.
თუ გასული (მამლის) წლისთვის დამახასიათებელი იყო რყევები, მოვლენების ძირეული ცვლილებები და გარკვეული სიტუაციების ბოლომდე გაშიშვლება თუ ამოყირავება, ძაღლი წელი უფრო სტაბილური იქნება და მოვლენები უფრო მშვიდად წარიმართება. წესრიგი ყველგან და ყველაფერში - ეს ამ წლისთვის კიდევ ერთი დამახასიათებელი ტენდენცია იქნება. აქვე უნდა ითქვას, რომ ძაღლი „ვერ იტანს“ ორპირობას, ღალატს, ჭორებს, ინტრიგებს და მსგავსი მიდგომები მარცხისთვის იქნება განწირული.
2018 წელს „მამლის“ ენერგიულობას, სიმკაცრესა და მოწესრიგებულობას - „ძაღლის“ სამართლიანობა, ერთგულება, პასუხისმგებლობა და სიფხიზლე შეცვლის. აქედან გამომდინარე, აუცილებელი იქნება საკუთარი საქმის ერთგულება და პასუხისმგებლობის გამოჩენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია მიღწეული პოზიციების დაკარგვა. წარმატებას ორგანიზებული, მიზანსწრაფული და სამართლიანი ადამიანები მიაღწევენ. ამ ყველაფრის გვერდით საჭირო იქნება სიფხიზლე და გონიერება, რაც გულისხმობს იმას რომ, ადამიანები ილუზიურ და საკუთარი თავის მოსატყუებელ გარემოებებს უნდა მოერიდონ. ძაღლი - შრომისმოყვარეა და ის ადამიანებისგან შრომას „ითხოვს“. ასევე საქმისადმი და პარტნიორებისადმი ერთგულებას. მნიშვნელოვანი იქნება ვალდებულებების გაცნობიერება და მათი საფუძვლიანად შესრულება, რადგან წარმატების მიღწევის ალბათობა დიდწილად სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული. საერთოდ, ძაღლის წელი სასიკეთოა პროფესიულ საქმეში ცვლილებების შეტანისთვის და კარიერული წინსვლისთვის. ბევრი ადამიანი ამ წელს მოახერხებს დაწინაურებას ან კარიერაში სასურველი პოზიციის დაკავებას.
2018 წელს რთული იქნება მეორე კვარტლის მეორე ნახევარი და მესამე კვარტალი, კონკრეტულად კი მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი. ამ პერიოდში რეკომენდებულია ყურადღების და კონცენტრაციის გამოვლენა, რათა მოსალოდნელი შეცდომების ალბათობა მინიმუმამდე შემცირდეს. ამ პერიოდში მოსალოდნელია დაძაბულობამ მოიმატოს და მოვლენები სახიფათოდ განვითარდეს (ეს შეეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ პროცესებს). მოიმატებს ტექნიკური ავარიების, ტერაქტების, შეიარაღებული დაპირისპირებებისა და ბუნებრივი კატაკლიზმების ალბათობა.
სტიქიების მიხედვით 2018 წლის 8 ნოემბრამდე შედარებით პოზიტიური იქნება წყლის სტიქიით, ანუ კირჩხიბის, მორიელის და თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, ხოლო 2018 წლის 8 ნოემბრიდან - წლის ბოლომდე უკვე ცეცხლის სტიქიით, ანუ ვერძის, ლომის და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის იქნება სასიკეთო.
2018 წელს მზის სამი დაბნელება დაფიქსირდება: 15 თებერვალს, 13 ივლისს და 11 აგვისტოს (სამივე ნაწილობრივი). რაც შეეხება მთვარის დაბნელებას, ის ორი იქნება: 31 იანვარს და 27 ივლისს (ორივე სრული დაბნელება იქნება).
No comments:
Post a Comment