![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhBbGDJQhcXOncgwCDy5uMEG7rzzgXDpHLzPU8gzIYwHF9F8bpyy5ujx_FNKj6kBKsxPEHh2XYR52xjEPFzwU7NhCe2WLYzTLb9Sca3aJHwTKemk-8dhTxqo1-y-aKyDkNcI0PvNuJu_XA/s320/2018-practical-astrology.jpg)
პლანეტა იუპიტერი 2018 წლის ნოემბრის პირველი დეკადის ჩათვლით მორიელის ზოდიაქოში იმოძრავებს. ასე რომ, 1 იანვრიდან - 8 ნოემბრამდე იუპიტერის გავლენა გამარჯვებას მოუტანს იმ ადამიანს და ქვეყნებს, რომლებიც აქცენტს სტრატეგიულ და ტაქტიკულ მოქმედებებზე გააკეთებენ. თუმცა მაღალი იქნება ინტრიგების, ფარული მოქმედებების და შურისძიების ალბათობა. ყურადღებას ითხოვს კრიზისული სიტუაციები და ფინანსური ვალდებულებები. ნოემბრის მეორე დეკადიდან იუპიტერი მშვილდოსნის გადაინაცვლებს და ეს შედარებით გაზრდის გამართლების ალბათობას. წინ წამოიწევენ ის ადამიანები თუ ქვეყნები, რომლებიც აქტიურობის, ენერგიულობის და ასევე ენთუზიაზმის ხარჯზე ახერხებენ წინსვლას. ძალიან მნიშვნელოვანი გახდება უცხოეთთან არსებული კავშირები, საერთაშორისო დიპლომატია.
2018 წელს პლანეტა სატურნი უკვე თხის რქის ზოდიაქოში იმოძრავებს (ის აქ 2017 წლის 20 დეკემბერს გადავიდა) და ეს საკმაოდ სასიკეთო იქნება. წინაღობების გადალახვისთვის, სიძნელეების დაძლევისთვის და პრობლემების მოგვარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა, ასევე ნელი, მაგრამ მუდმივი მოქმედების უნარი.
2018 წელი ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით გასული წლებისგან დიდად განსხვავებული არ იქნება, თუმცა რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, ასევე წინდახედული და გონივრული ნაბიჯების გადადგმით, შესაძლებელი იქნება ფინანსური კრიზისის დაძლევა და გარკვეულწილად პროგრესიც კი. 2018 წლის გარდამტეხი პერიოდი იქნება იანვრის ბოლო, თებერვლის პირველი ნახევარი, ივლისი და აგვისტო (როდესაც მზისა და მთვარის დაბნელება დაფიქსირდება), ამიტომ, ამ დროს განვითარებული მოვლენები იმის მიმანიშნებელი იქნება თუ როგორ განვითარდება შემდგომი პოლიტიკური პროცესები.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhkzvKedv7toifVwZXddxG2k4qNYeyHy89cNYCMqF9z_MeeS21moUIVm2fZqOszQcdV29Cbu6FmxMFlsBDx9HnjpHfHeQyxZwRxI5yvsDIyzIKydSWm4WRZu7ejmFodLPthc6G0QBy5mlk/s320/Flag_map_of_the_Republic_of_Georgia.png)
საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპის მიხედვით 2018 წელს მნიშვნელოვანი იქნება და ყურადღებას ითხოვს შემდეგი მიმართულებები:
• უცხოეთი. ქვეყნის ხელისუფლებას მოუწევს სერიოზული შრომა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა უკვე არსებული საგარეო კავშირები განავითაროს და გააუმჯობესოს;
• საერთაშორისო ეკონომიკური კავშირები. მოსალოდნელია განვითარდეს საერთაშორისო ეკონომიკური კავშირები და ეს შეეხება როგორც ტურიზმს, მგზავრების გადაყვანასა და ტვირთების გადაზიდვას და მსგავს საკითხებს.
• ტრანსპორტი. წინ წამოიწევს გზებთან, ტრანსპორტთან, ქვეყნის შიგნით მგზავრების გადაყვანასთან და ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული საკითხები. ამ მიმართულებით საჭირო გახდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა გაუმჯობესდეს ხალხის მდგომარეობა.
• დაწყებითი განათლება. მნიშვნელოვანი იქნება სკოლებთან, დაწყებით განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. ამ მიმართულებით არ არის გამორიცხული ვიხილოთ რაიმე ტიპის რეფორმა, რომელიც დაკავშირებული იქნება ბავშვების სწავლა-განათლებასთან და აღმზრდელობით საქმიანობასთან.
• ჯარი და პოლიცია. სერიოზულ ყურადღებას ითხოვს არმიასთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, გასამხედროებულ ნაწილებთან და სამაშველო სამსახურებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეფორმები თუ კრიზისები.
ბუნებრივი კატაკლიზმები. მნიშვნელოვანი იქნება ბუნებრივ კატაკლიზმებთან, ტექნიკურ ავარიებთან და კრიმინალთან დაკავშირებული საკითხებიც, ძალოვან, სამაშველო და სპეც-სამსახურებს უდიდესი წინდახედულება მართებთ, რომ მინიმუმამდე შეამცირონ მოსალოდნელი გართულებები.
საქართველოსთვის რთული პერიოდები იქნება გაზაფხულის მეორე ნახევარი, ზაფხული და შემოდგომის პირველი ნახევარი. ამ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას უდიდესი წინდახედულობის გამოჩენა მართებს, რათა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება მშვიდ ტემპში წარიმართოს.