© geoastrolog (რამაზ გიგაური)
(Self-Help)
გჯეროდეთ საკუთარი თავის! |
ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში ძალიან პოპულარულია ე. წ. წიგნები Self-Help-ის შესახებ. ეს არის თვით დახმარების სისტემა, როდესაც ადამიანი საკუთარი ცოდნის, გამოცდილების, უნარების და რესურსების ეფექტური გამოყენებით ახერხებს მისთვის სასურველი ცვლილებების განხორციელებას. ამერიკელი ფსიქოლოგებმა იელის უნივერისტეტიდან სხვა და სხვა Self-Help ავტორებზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების 10 რეცეპტი.
1. ნუ დაგეგმავთ ძალიან ბევრს
დაგეგმვა აუცილებელია, მაგრამ იგი არ უნდა ცდებოდეს გონიერების ფარგლებს. კარგია თუ თქვენ დაგეგმავთ მომდევნო საღამოს, მომდევნო თვეს, მაგრამ თუ თქვენ დანამდვილებით იცით, რითი დაკავდებით ორი თვის შემდეგ პარასკევს, საღამოს 9 საათზე, ეს უკვე მეტისმეტია. დაუშვით ცხოვრებაში იმპროვიზაციისა და მოულოდნელობის მომენტი.
2. გაიცანით ადამიანები
რაც უფრო მეტ ადამიანს ხვდებით ცხოვრებაში, მით უფრო საინტერესო ხდება თქვენი ცხოვრება. ყველა ადამიანი ახალი ცოდნის და შეუფასებელი გამოცდილების წყაროა. მთავარია გქონდეთ სურვილი, გაიგოთ რაიმე ახალი. წარმატება სწორედ ადამიანების საშუალებით მრავლდება, ასე, რომ ნუ"ჩაიკეტებით".
3. ნუ გეშინიათ პასუხისმგებლობის აღების.
რა სფეროშიც არ უნდა მუშაობდეთ, ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე წამყვანი ფუნქცია აიღოთ. სახლი თუ სამსახურში აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, იყავIთ თავდაჯერებული და შეეცადეთ, ყველგან მთავარი თუ არა, ერთ-ერთი ინიციატორი მაინც იყოთ. სამსახურში ხელმძღვანელობას საინტერესო წინადადებები მიაწოდეთ, ოჯახში დიდი დღესასწაულები მოაწყეთ. რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებთ საკუთარ თავზე, მით უფრო გაიზრდება თქვენში საკუთარი თავის რწმენა.
4. ჩაიწერეთ საკუთარი იდეები
ყოველთვის როდესაც თქვენ თავში საინტერესო აზრი ჩნდება, აუცილებლად ჩაინიშნეთ იგი. ბევრ ადამიანს აქვს წარმოადგენა, რომ არ შეუძლია რაიმე გენიალურის მოფიქრება, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი აზრები არაერთხელ მოსვლია, მაგრამ უმალვე დავიწყებია საკუთარი იდეები. მუდამ ატარეთ ბლოკნოტი და კალამი (შეგიძლიათ მობილური ტელეფონი ან სმარტფონი გამოიყენოთ), რათა საკუთარი იდეები თუ აზრები ჩაიწეროთ.
5. დაესწარით საქმიან შეხვედრებს, სემინარებსა და ტრენინგებს
უფრო ხშირად დაესწარით საქმიან შეხვედრებს, სემინარებს, ტრენინგებს, რომლებიც ეხება თქვენთვის საინტერესო თემებს, თქვენ მიღებთ თქვენთვის საჭირო ცოდნას, უნარებს, აიმაღლებთ კვალიფიკაციას, გაიცნობთ თანამოაზრეებს და შეიძენთ ახალ მეგობრებსაც.
6. ნუ გადადებთ გართობას
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ იმისათვის, რომ კარგად გაერთოს და დაისვენოს, საჭიროა ჰქონდეს ბევრი ფული. იმისათვის, რომ ჰქონდეს ბევრი ფული, საჭიროა ბევრი იმუშაოს, ხოლო იმისათვის, რომ ბევრი იმუშაოს, საჭიროა უარი თქვას დასვენებასა და გართობაზე. ეს არის ჩაკეტილი წრე. ნუ დაელოდებით შესაბამის მომენტს. თუ გინდათ, რომ ეს ახლავე გააკეთოთ - მაშინ გააკეთეთ კიდეც. გაატარეთ საღამო მეგობრებთან ერთად, კვირის ბოლოს გაისეირნეთ ქალაქგარეთ, გამართეთ წვეულება - ეს საშუალებას მოგცემთ დაისვენოთ და განიტვირთოთ.
7. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე
ხშირად გადით სახლიდან. საქმიანი თუ პირადი შეხვედრა ოფისში ან კაფეში კი არა სუფთა ჰაერზე მოაწყეთ. გაისეირნეთ უახლოეს სკვერში და აქციეთ ეს ცხოვრების წესად. სუფთა ჰაერი ჯანსაღ აზროვნებასა და ჯანმრთელობის გამყარებას უწყობს ხელს.
8. დაკავდით სპორტით
სპორტი არა მხოლოდ ფიზიკურ მხარეს ავითარებს. მისი წყალობით ვითარდება თქვენი დისციპლინირებულობაც. თუ თქვენ შეგიძლიათ ყოველდღიურად აიძულოთ საკუთარი თავი და ივარჯიშოთ, მაშინ თქვენ შეძლებთ გამომუშავებული დისციპლინის მეშვეობით სხვა სფეროებშიც მიაღწიოთ წარმატებას. ამასთან ერთად სპორტი ენერგიისა და პოზიტივის წყაროა. მოძებნეთ თქვენთვის მისაღები სპორტის სახეობა და დაიწყეთ ვარჯიში - მუდამ იყავით ფიზიკურ ფორმაში, ეს თქვენს სიცოცხლის უნარიანობას და პოპულარობას ერთი-ორად გაზრდის.
9. დატოვეთ "კომფორტის ზონა"
თუ თქვენ მთელი ცხოვრება საკუთარი "კომფორტის ზონიდან" არ გახვალთ, ვერასოდეს გაიგებთ რა იმალება მის ფარგლებს მიღმა. არა და "კომფორტის ზონის" მიღმა ე. წ. "რისკის ზონა" მდებარეობს, სადაც თქვენი წარმატების გასაღები მდებარეობს. ნუ გეშინიათ, თუ ცხოვრებაში საჭიროა, გარისკეთ კიდეც. შეისწავლეთ წარმატებული ადამიანების ცხოვრება და დაინახავთ, რომ მათ თავის დროზე ეს უკვე გააკეთეს.
10. იცხოვრე აქ და ახლა და გააკეთ ის, რაც მოგწონს
გამოიყენეთ ის ნიჭი, რომელიც გაქვთ. ნუ გეშინიათ, გააკეთეთ თქვენი საქმე და წადით წინ. სხვა წარმატებული ადამიანების ცხოვრება საკუთარი მოტივაციისთვის გამოიყენეთ და არა იმისთვის, რომ დაკომპლექსდეთ. ტყეში მხოლოდ ის ჩიტები რომ გალობდნენ, რომლებსაც ეს ყველაზე კარგად გამოსდით, მაშინ იქ სიჩუმე იქნებოდა. გახსოვდეთ, თქვენთვის ყველაზე წარმატებული საქმე ის იქნება, რომლის კეთება ყველაზე მეტად გიყვართ და ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ!
10. იცხოვრე აქ და ახლა და გააკეთ ის, რაც მოგწონს
გამოიყენეთ ის ნიჭი, რომელიც გაქვთ. ნუ გეშინიათ, გააკეთეთ თქვენი საქმე და წადით წინ. სხვა წარმატებული ადამიანების ცხოვრება საკუთარი მოტივაციისთვის გამოიყენეთ და არა იმისთვის, რომ დაკომპლექსდეთ. ტყეში მხოლოდ ის ჩიტები რომ გალობდნენ, რომლებსაც ეს ყველაზე კარგად გამოსდით, მაშინ იქ სიჩუმე იქნებოდა. გახსოვდეთ, თქვენთვის ყველაზე წარმატებული საქმე ის იქნება, რომლის კეთება ყველაზე მეტად გიყვართ და ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ!
ძალიან კარგი ბლოგი გაქვთ ბატონო რამაზ :)
ReplyDelete