© geoastrolog (რამაზ გიგაური)
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2013 წელი გველის წელია და ის 2013 წლის 10 თებერვალს (11:21 საათზე) დაიწყება და გაგრძელდება 2014 წლის 30 იანვრის ჩათვლით.
გველის წლის ზოგადი დახასიათება
(ცვლილება, სიბრძნე, ცბიერება)
2013
წელი ჩინური კალენდრის მიხედვით გველის წელია. გველის წლისთვის ზოგადად დამახასიათებელია სწრაფი და დინამიკური ცვლილებები, მოვლენების მოულოდნელი განვითარება, ამიტომ, საჭიროა გამჭრიახობა, წინდახედულება, სიფრთხილე
და მაქსიმალური კონტროლი, რათა მოსალოდნელი შეცდომები გამოირიცხოს.
რას უნდა ველოდოთ 2012 (შავი) გველის წელს
გველი
(1917, 1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013) _ აღმოსავლეთში ითვლება, რომ გველის წელი რამდენადმე ჰგავს მის წინამორბედს, დრაკონის წელს, თუმცა გველის წელს გააჩნია უფრო მეტი მიწიური ენერგია და მისი გავლენა უფრო მეტად მატერიალურ სფეროში იგრძნობა. ამ წელს ყველაფერი ფიზიკურ-მატერიალურ დონეზე გამოვლინდება.
გველი ჩინურ ნატურფილოსოფიაში და მეტაფიზიკაში მიწის ენერგიით იმართება, ამიტომ, ის დინამიკური ცვლილებები, რომელიც გველის წლისთვის არის დამახასიათებელი, სწორედ მატერიალურ-ფინანსურ სფეროში გამოვლინდება.
2013
წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები ნებისმიერ ეტაპზე ყურადღებას და სიფრთხილეს ითხოვენ, რადგან მოიმატებს სიტუაციის მოულოდნელი გაუარესების და ზოგჯერ საფრთხის ალბათობაც, ამიტომ, ურთიერთობებში, საქმიანობაში,
პირად ცხოვრებაში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში საჭირო იქნება სერიოზული კონტროლი და ყურადღების გამახვილება. ეს განსაკუთრებით სასურველია ბიზნესსაც და ფინანსურ სფეროში. 2013 წელს არ არის რეკომენდებული ფულის სესხება-გასესხება, რადგან ამ წელს მოულოდნელი ცვლილებების გამო შესაძლოა, ფინანსებში სწრაფ აღმასვლას, ასევე სწრაფი და მოულოდნელი დაღმასვლა მოჰყვეს, ამიტომ სჯობს ფინანსური სფერო სტაბილურად მყარი იყოს. ბიზნესში არაგონივრული იქნება რისკზე წასვლა და ახალი საქმეების წამოწყება, რომელთა ეფექტური განვითარება და წარმატებული დასრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ერთი შეხედვით გველი წელი მოსალოდნელია პასიურიც კი ჩანდეს და მოვლენები თითქოს შეუმჩნევლად განვითარდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოვლენები სტარტიდან _ ფინალამდე ასე განვითარდება. ეს შეუმჩნევლობა და პასიურობა ბევრ ადამიანს შეცდომას აშვებინებს. ისევე როგორც ამ წლის ზოომორფული სიმბოლო _ გველი ძნელად ჩანს და შენიღბვის დიდი უნარი გააჩნია. ასევე გველის წელსაც ახასიათებს ისეთი შტრიხები, რომ ადამიანს ყველაფერი თავის ადგილზე ჰგონია და ამ დროს, როდესაც მოვლენები თავის კალაპოტში მდორედ მიედინება, ხდება ისეთი რამ, რაც ადამიანს მიმდინარე პროცესებზე კონტროლს აკარგვინებს. აქედან გამომდინარე, ყველას როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე საჭიროა მობილიზება და კონცენტრაცია. ეს თითქოს ცოტათი დამღლელიც კია, რადგან ეს მუდმივი დაძაბულობა ადამიანს ღლის როგორც ფსიქიკურად, ისე ფიზიკურად, მაგრამ ასეთი გადაღლა საბედისწერო შეცდომების დაშვებაზე ბევრად უკეთესია.
2013
წელი გარკვეულწილად კარმულიც იქნება, რადგან მორიელის ზოდიაქოში მთვარე შეურთდება მთვარის აღმავალ კვანძს (რაჰუს), რაც გააქტიურებს წარსულში დაშვებულ შეცდომებს. ეს განსაკუთრებით საგრძნობი იქნება ზაფხულში და შემდგომის დასაწყისში. ამიტომ, წლის პირველი ნახევარში საქმეების სტაბილურ რეჟიმში უნდა მოექცეს, რათა წლის მეორე ნახევარში გადადებულმა და დაკონსერვებულმა პროექტებმა თუ დაშვებულმა შეცდომებმა მთელი რიგი პრობლემების წარმოშობას არ შეუწყოს ხელი. საფრთხეების
თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბრძნული მიდგომით, ინტუციით და გამჭრიახობით.
გველის წლისთვის დამახასიათებელი მიზანსწრაფვა, ამიტომ,
2013 წელს აუცილებელი იქნება საკუთარი მიზნებისთვის შეუპოვარი და მიზანსწრაფული ბრძოლა, ასევე მარცხთან არ შეგუება. საჭიროა საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ამ წელს მატულობს დანაკარგების ალბათობა, მიზასწრაფულ, გაბედულ, აქტიურ და ენერგიულ ადამიანებს გამარჯვების სერიოზული შანსი გაუჩნდებათ.
გველის წელს მოაქვს ტრანსფორმაციის და ტრანსმუტაციის შესაძლებლობა. ადამიანებს შეუძლიათ ყველაფერი შეცვალონ _ გარეგნული ფორმებით დაწყებული შინაგარი არსით დამთავრებული. მსგავსად გველისა, რომელიც კანს (პერანგს) იძრობს და ახალი კანით იწყებს ცხოვრებას, ასევე
2013 წელს ბევრი ადამიანი, ორგანიზაცია,
პოლიტიკური პარტია თუ ქვეყანა საკუთარ მიდგომებში მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს. ბევრი მიმართულებით მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებების განხორციელება და არც თუ იშვიათად ფასეულობების გადაფასებებიც კი.
აღმოსავლური
ასტროლოგიის მიხედვით, გველი არ არის აგრესიული, თუმცა მისთვის კუდზე ფეხის დაბიჯება, არ დაფასება და არ შეფასება არანაირად არ შეიძლება. ვინც ამას იზამს, მწარედ ინანებს.
სერიოზული
ცვლილებები მოსალოდნელია სამსახურთან, პროფესიულ
საქმიანობასთან და კარიერასთან დაკავშირებით, ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში. ამ მიმართულებით მოიმატებს ჭორების და ინტრიგების ალბათობა. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კარგად გააზრების შემდეგ უნდა იქნას მიღებული, რადგან ზედაპირული ცვლილებები არა მხოლოდ სასურველ შედეგებს ვერ მოიტანს, არამედ მოსალოდნელია მიღწეული პოზიციების შესუსტებაც კი მოჰყვეს.
გველის წელში გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელია შემდეგი თვისებების გამოვლენა: მიზანსწრაფვა,
გამჭრიახობა, გაბედულება,
აქტიურობა, ინტუიციურობა,
თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა.
2013
წელს კრიზისული პერიოდი გაზაფხულის მეორე ნახევარი, ზაფხული იქნება და შემოდგომის პირველი ნახევარი იქნება. ამ პერიოდში მოიმატებს დაპირისპირებების ალბათობა როგორც ადამიანებს, ისე ქვეყნებს შორისაც კი. სერიოზული გართულებები მხოლოდ გონიერებით, სწორი ანალიზითა და დიპლომატიის გამოყენებით იქნება შესაძლებელი.
2013
წლის პირველი ნახევარი შედარებით პოზიტიური იქნება ჰაერის სტიქიით, ანუ ტყუპის, სასწორისა და მერწყულის, ხოლო წლის მეორე ნახევარი კი წყლის სტიქიით, ანუ კირჩხიბის, მორიელის, თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის.
2013
წელს მზის ორი დაბნელება დაფიქსირდება: 10 მაისს მზის რგოლური, ხოლო 3 ნოემბერს მზის რგოლურ-სრული დაბნელება იქნება. რაც შეეხება მთვარის დაბნელებას, ის სამი იქნება - 25 აპრილს (ნაწილობრივი),
25 მაისს (ნახევრად ჩრდილური), 18 ოქტომბერს
(ნახევრად ჩრდილური).
No comments:
Post a Comment