მზის სისტემის პლანეტები და მათი ასტროლოგიური გავლენა
ნეპტუნი - მზიდან მე-8 პლანეტა. იგი 1846 წელს აღმოაჩინა იოჰან გალლემ (თუმცა მანამდე მისი კორდინატები გამოთვლილი იქნება სხვა ასტრონომების მიერ). ბ

ნეპტუნის გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევია წყლის სტიქიის ნიშნებში (კირჩხიბი, მორიელი, თევზები). ამ პერიოდში იბადებიან ადამიანები, რომლებსაც მკვეთრად გამოხატული მიდრეკილება აქვთ ხელოვნებისადმი და ტრანსცენდენტული აზროვნებისაკენ. მაგალითად, პირად ჰოროსკოპში ნეპტუნი წყლის სტიქიის ნიშანში აქვთ – ერაზმ როტერდამელს, ალბრეხტ დიურერს, ნიკოლო კოპერნიკს, ნიკოლო მაკიაველს, მიქელანჯელოს, ჯორჯონეს, ტიციანს, ლუკას კრანახს, თომას მორს, ცეზარე ბორჯიას, კლიმენტი VII-ს, პიერ დე რონსარს, ვერონეზეს, მიშელ მონტენს, რუბენსს, რიშელიეს, სპინოზას, ბახს, მონტესკიეს, ვოლტერს, გოიას, შუბერტს, ჰაინეს, დელაკრუას, ბალზაკს, პუშკინს, ჰიუგოს, დიუმას, შტრაუსს, გლინკას, ჟორჟ სანდს, გოგენს, ვან გოგს, ჩაიკოვსკის, ბერნარდ შოუს, შტაინერს, ორუელს, სალვადორ დალს, სარტრს, კამიუს და ა.შ.
ეპოქალურად ნეპტუნის დადებით გავლენას მნიშვნელოვანი პროგრესი მოაქვს ხელოვნებასა და ტრანსცენდენტულ ცნობიერებაში (მაგალითად, რელიგიაში), ხოლო ნეგატიურს კი ეპიდემიები, ცუნამები, მიწისძვრები.
როგორც უკვე ვთქვით ნეპტუნი უდიდეს მეტაფიზიკურ გავლენას ახდენს იდელოგიურ პროცესებზე, რაც აისახა მისი აღმოჩენის პერიოდშიც (1946 წ.), ამ დროს სარბიელზე გამოვიდნენ კარლს მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი, 1948 წელს გამოუშვეს პირველი "კომუნისტური პარტიის მანიფესტი", რაც თავის მხრივ სათავე დაუდო ახალ იდეოლოგიას – კომუნიზმს.
ძალიან მგავს ეს პლანეტა, თუ მე ვგავარ რა ვიცი. სიზმრები, ილუზიები, ფანტაზიები, წარმოსახვები, განმარტოვება, სულიერი ტანჯვა, საიდუმლოებები - ეს ყველაფერი ნამდვილად ჩემია. არ ვიცოდი თუ ნეპტუნი თევზების პლანეტა იყო, საინტერესოა.
ReplyDelete